|
2021-03-04 16:04:04, 378 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი: სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ
საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2021-2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს, რომ დაბრუნებამდე დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას. „დევნილებზე ზრუნვა, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ყოველწლიურად, იზრდება. დევნილებს, თბილისსა და რეგიონებში ახალ აშენებულ კორპუსებში ბინებსგ ადავცემთ და სოფლად სახლებს შევუსყიდით. იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობდნენ ფართები უკანონდებათ. სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2022 წლებში 5000-მდე დევნილ ოჯახს განვასახლებთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)