|
2021-03-03 16:24:16, 450 ნახვა
საზოგადოება
ბაკურიანი FIS-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს
3, 4 და 5 მარტს ბაკურიანი სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს. სნოუბორდ ქროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. შეჯიბრში 14 ქვეყნის (ავსტრალია, ავსტრია,შვეიცარია,არგენტინა, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, გერმანია და ა.შ ) 75 სპორტსმენი (29 გოგო, 46 ბიჭი) მიიღებს მონაწილეობას. დღევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპში 75 სპორტსმენიდან 32 საუკეთესო ბიჭი და 16 გოგო გამოვლინდა , 4 და 5 მარტს კი ფინალები გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპის შეჯიბრებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან სნოუბორდ ქროსის მიმართულების დირექტორი გერმანელი უვე ბაიერი დაესწრება, რომელიც საორგანიზაციო პროცესებშიც ჩაერთვება და ქართული მხარის მზაობას შეაფასებს აღსანიშნავია, რომ საშეჯიბრო ტრასა FIS-ის რეკომენდირებულმა მშენებლებმა - ტომას ბესსე-გირლანდომ და ნიკოლას ვაუდრომ მოამზადეს ეს შეჯიბრებები სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატესტო შეჯიბრებების ჩატარება სხვადასხვა დისციპლინებში მსოფლიო თასის ეტაპების სახით, შესაბამისად ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა - აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კომპანია „სილქნეტია".
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)