16:52 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 16:10:22, 562 ნახვა

საზოგადოება
​თამარ გაბუნია - საქართველო მოხვდა 18 ქვეყანას შორის, რომელიც „კოვაქსისგან“ Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემა 140 ქვეყანას მოიცავს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პირველ ეტაპზე მიეწოდება.

მისი თქმით, მათგან იდენტიფიცირებულ 18 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის წესით მიიღებს.

„გუშინ „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა „ასტრაზენეკასთვის“ და ასევე „ფაიზერისთვის“. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის, აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას.

რაოდენობა რჩება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული - 29 250 დოზა, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ალოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც ქვეყანამ  მაისის ბოლომდე უნდა მიიღოს. „საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვლში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა - 314 000 დოზამდე. ეს იყო პირველი ზღვარი, თუმცა ეს რაოდნეობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. „კოვაქსი“აზუსტებს რომ, ის რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქარათველოსთვის გამოყოფილი ვაქცინების დოზების შემცირებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics