|
2021-03-03 10:35:02, 1046 ნახვა
მსოფლიო
აშშ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, რუსეთისთვის ყველა სახის დახმარებას წყვეტს
აშშ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, რუსეთისთვის ყველა სახის დახმარებას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმეზე დაწესებული სანქციების ფარგლებში, აშშ-მა რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, სადაც შეიარაღების გაყიდვა ან ექსპორტია შესაძლებელი. ამასთან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ უარს ამბობს რუსეთისთვის კრედიტების, საკრედიტო გარანტიების ან სხვა სახის ფინანსური დახმარების გაცემაზე. სანქციები ძალაში ერთი წლის განმავლობაში დარჩება და ისინი მხოლოდ მას შემდეგ მოიხსნება, რაც რუსეთი დაადასტურებს, რომ არ გამოიყენებს სასიკვდილო ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მსგავსი იარაღის დამზადება. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ალექსეი ნავალნის საქმეზე სანქციები დაუწესდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)