17:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 13:00:00, 551 ნახვა

კომენტარი
გამყრელიძე ტიკარაძესთან დაპირისპირებაზე - დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის, ეს გახლავთ კორონავირუსი

არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელსაც ვებრძვი ერთი წელი და ერთი თვეა. ხან მე ვჯაბნი, ხან ის. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს დაპირისპირება. არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხზე დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ჩემს მიერ თანამდებობის დატოვება, არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინის და ეპიდსიტუაციის საკითხი. თუ ძალიან გინდათ რომ გადავდგე, თუ გყავთ ვინმე კანდიდატი დამისახელეთ და კი ბატონო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics