|
2021-02-28 12:54:42, 508 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - დავილაპარაკოთ და დიდი შერიგება მოხდეს, მასშტაბური აქციებით ვერაფერი მოგვარდება
ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა. როგორც მეუფე აცხადებს, მხარეებმა უნდა დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, მასშტაბური აქციებით ვერაფერი მოგვარდება მისივე თქმით, თუ წესიერად დაჯდნენ და ქვეყანაზე იფიქრეს მერე შეიძლება ნორმალური არჩევნების ჩატარებაზე ფიქრი. „მე ვფიქრობ რომ პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში მოთხოვნა, მერე პარლამენტარებს არ უნდა გაეკეთებინა, არც 88 კაცს ხმა არ უნდა მიეცა, სინოდშია განსხვავებული აზრები და პარტიაში როგორ უნდა იყოს ერთი აზრი, მერე უკვე სასამართლო იყო, როდესაც გარედან უყურებ პროცესებს ეს უკვე ცუდად ჩანს. მოხდა მერე ისე ვერ დამიჭერთ ვერ დამიჭერთო, მერე სხვები იძახდნენ არ გაგატანთო და საბოლოოდ მივიდნენ და კარგად ვნახე, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი იქედან გარბოდა და შეატოვეს მელია. მერე პროკურატურამ თუ გადაიხდისო მაშინ გავათავისუფლებთო, ეხლა ამას მსოფლიო ხომ უყურებს თუ არ გადაიხდის, როგორ შეხედავენ? რა თქმა უნდა არა როგორც ლიდერს. უცხოეთი ამათ ცოტახანში მოკითხავს და თუ არ გადაიხდის მელია უცხოეთისთვის ის გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება. უნდა დავილაპარაკოთ და დიდი შერიგება მოხდეს ისე არაფერი არ იქნება, მასშტაბურ აქციებზე საქმე ვერ გადავა რადგან ხალხის განწყობა ვიცი. ამ პოლიტიკას სამი ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ეს არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო, არ გადაიდო და რა მივიღეთ არც პარლამენტში შედიან, ვერ შედგა, მოსულიყვნენ ჩვენთან და შერიგებულიყვნენ ადამმიანურად ქართველი ქართველს დალაპარაკებოდა. დაჭერა ყოველთვის შეეძლოთ, 20 ივნისიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ოპოზიციის მიმართ ხალხი კარგად არ არის განწყობილი. კონკრეტული პოლიტიკური ძალა რომ არ მისულიყო ახალგაზრდების აქციაზე მე ვფიქრობ რომ მოვლენები სხვანაირად განვითარდებოდა, წინა ხელისუფლებამ 20%-ზე მეტი დაკარგეს, რა ააშენე არ მაინტერესებს. კიდევ რომ მოხვიდე კიდევ დათმობ ტერიტორიებს და მერე მეტყვი კიდევ მოვალო. ყველა ძალამ უნდა დაისვენოსს, 4 წელზე მეტი არავინ არ უნდა გაჩერდეს. თუ წესიერად დაჯდნენ და ქვეყანაზე იფიქრეს მერე შეიძლება ნორმალური არჩევნების ჩატარება. ყველა რუსული ძალა და ყველა საქართველოს მტერია, ვინც ცდილობს, რომ ეკლესიას თავს დაესხას და ცუდი გადაცემები გააკეთოს. ვიღაც არშემდგარი ადამიანები მიიყვანონ, ყოფილი ეკლესიის წევრები, ვინც გამოდიან გგონიათ ვინმეს დავემალები, ვერც დამენახებიან“, - აცხადებს მეუფე იაკობი.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)