|
2021-02-24 11:01:00, 407 ნახვა
საზოგადოება
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო აღდგება
მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე მდებარე ფერადი პანო მოწესრიგდება და განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია გამოსახული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისივე თქმით, პანოს აღდგენის პროცეში ჩართულობის მზაობა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც გამოთქვა. „განსაკუთრებული გულისტკივილით მოგვმართა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმაც და გამოთქვეს შეძლებისდაგვარად ჩართულობის მზაობა, რომ მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება. მინდა, ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენს ქალაქზე და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი აქტიური ადამიანების ჩართულობა. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. გარდა კულტურული ღირებულებების, ილია ჭავჭავაძის ამ ლექსით გადმოცემული იდეა ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია და ძალიან მალე, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პანო ან მოზაიკა და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ვნახოთ და უნდა აღვადგინოთ ყველაფერი, რადგან ეს იყო ჩვენი ქალაქის მშვენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)