|
2021-02-23 08:58:09, 1742 ნახვა
სამართალი
ნიკა მელია დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესულმა სამართალდამცველებმა პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. სპეცრაზმმა ოთახში, სადაც ოპოზიციონერები იმყოფებიან, სავარაუდოდ, ცრემსადენი გაზი გაუშვა და ოპოზიციონერი ალყაშემორტყმული გაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ პოლიცია „ენმ“-ის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე საათის წინ შევიდა. მართ შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან და სახანძრო კიბის საშუალებით სცადეს. სამართალდამცველებმა ოფისიდან გამოაძევეს იქ შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქტივისტები. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ რომ მათი გამოყვანა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მოხდა. „23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე მოიყვანეს სპეციალურად. მრცხვენია. ეს დასრულდება „ქართული ოცნებისთვის“ ტრაგიკულად. დროშია უბრალოდ გაწელილი ეს პროცესი. დალეწეს ყველაფერი, წიხლებს გვირტყამდა იქ მყოფი პოლიცია. აბსოლუტურად ყველა კარი მოჭრეს“, - განაცხადეს აქტივისტებმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)