|
2021-02-22 08:48:44, 439 ნახვა
სამართალი
ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განუცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ა.ე., ყაჩაღობის ბრალდებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მოქალაქის კუთვნილ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და სიგარეტები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა და მობილური ტელეფონი. ერთ-ერთი ლომბარდიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ოქროს ბეჭედი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)