|
2021-02-20 11:51:23, 629 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - უახლოეს ხანებში ბიზნესს 50 საბადოს ახალ პაკეტს შევთავაზებთ
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა წიაღის რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია ლიცენზიის სახეობების დივერსიფიცირებაზე, ზედამხედველობის სისტემის დახვეწაზე, ლიცენზიანტების სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირებაზე და სხვ. „ამ თვალსაზრისით, ვგეგმავთ უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. იგეგემება 50 საბადოს ახალი პაკეტის გამოტანა და მათ საპრივატიზებო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. აღსანიშნავია, რომ წიაღის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ფისკალური რეჟიმის განახლება, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)