22:59 - 01 Aug, 2026
|
2021-02-16 15:20:40, 542 ნახვა
საზოგადოება
ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ შილდასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, ხოლო ერთი ადგილზევე გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)