01:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 22:15:57, 852 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე - ჭყონდიდის ეპარქიის პრობლემას მთელი წმინდა სინოდი რომ ერთად ჩავიდეს, ვერ მოაგვარებს

„ჭყონდიდის ეპარქიის პრობლემას მთელი წმინდა სინოდი რომ ერთად ჩავიდეს, ვერ მოაგვარებს“, - ამის შესახებ ჭყონდიდი ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ჭყონდიდელი და მარტვილის ღვთისმშობელი არავის არ მიიღებს იქ, სანამ საქართველოს ეკლესიაში ახალი რუის-ურბნისი არ ჩატარდება.

„მეუფე სტეფანე კი არა, მთელი წმინდა სინოდი რომ ერთად ჩავიდეს და დაიწყოს ეპარქიის მმართველობა, სანამ უწმინდურება და უსამართლობა არ აღმოიფხვრება საქართველოს ეკლესიიდან, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მიეჩვია სამართლიანობას და კანონიერებით მართვას ეპარქიისას, ეს პრობლემა არ მოგვარდება და თავს მოიტყუებს ნებისმიერი.

გიორგი ჭყონდიდელი და მარტვილის ღვთისმშობელი არავის არ მიიღებს იქ, სანამ საქართველოს ეკლესიაში ახალი რუის-ურბნისი არ ჩატარდება“, - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics