|
2021-02-14 16:01:18, 648 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური 14 წლის მოზარდის საქმეზე - ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. როგორც მინისტრი აცხადებს, არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებამ არასათანადოდ იმუშავა. შსს-ს მინისტრი აცხადებს, რომ თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს. „მივუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე ფაქტია. ვისი საკითხი დადგება - არ დადგება, ამ თემაზე მე ვიტყოდი, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება და შესაძლებლობა - საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები დაკითხვები. ვისი საკითხი დადგება და არ დადგება, კითხვას ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ, თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი, თუ სხვა ადამიანი, შეიტანონ საჩივარი და ნახონ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორ გაკეთდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)