23:48 - 01 Aug, 2026
|
2021-02-13 14:26:45, 562 ნახვა
საზოგადოება
უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად სხვილოს ციხესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად სხვილოს ციხესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი აქტივისტების მოთხოვნა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა. აქციის მონაწილეები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შეცვალოს მიდგომა და იმოქმედოს. საპროტესტო აქციაზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. შეგახსენებთ, უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)