15:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 13:30:32, 646 ნახვა

მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი,  ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გუანტანამოს ციხის დახურვას გეგმავს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტის თანაშემწეებმა უკვე დაიწყეს ოფიციალური მიმოხილვა აშშ-ის სამხედრო ციხის დახურვასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, სტატიაში აღნიშნულია, რომ შიდა დისკუსიებში ჩართული ჯო ბაიდენის თანაშემწეები განიხილავენ, რომ პრეზიდენტი აღმასრულებელ ბრძანებას უახლოეს კვირებსა ან თვეებში გამოსცემს. 

კითხვაზე, დახურა თუ არა ჯო ბაიდენმა გუანტანამოს საზღვაო სადგურში არსებული ციხე, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ნამდვილად არ არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიზანი.

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, უცხოელი ეჭვმიტანილების საცხოვრებელი და ციხესიმაგრე გუანტანამო გახდა. Reuters-ი წერს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი დაბრკოლებების გამო, გუანტანამოს ციხე მოკლე დროში შესაძლოა, ვერ დაიხუროს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics