23:47 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 12:02:04, 572 ნახვა

საზოგადოება
წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდება.

პროექტის თანახმად, სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება, ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები, დამატებით დაირგვება მცენარეები. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ვაკის მაჟორიტარ დეპუტატებთან ნოდარ ტურძელაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო. ისინი პროექტის დეტალებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics