|
2021-02-12 21:43:40, 650 ნახვა
საზოგადოება
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განჩინებაშია საუბარი. "წმიდა სინოდმა განაჩინა: ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდეს მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და მანვე შეითავსოს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობა', - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთანავე, განჩინებაში წერია, რომ ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია წალკის ეპარქიის მმართველად დაბრუნდება. "წმიდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) თხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან განთავისუფლების შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან და დადგინდეს წალკის ეპარქიის მმართველად", - წერია განჩინებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)