|
2021-02-12 21:16:49, 576 ნახვა
საზოგადოება
წმინდა სინოდის განჩინებით, შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის მეუფე პეტრე ცაავას ქმედებებს
წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წმინდა სინოდის განჩინებაშია საუბარი. "ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას", - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)