03:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 14:26:42, 732 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: ვაქცინის მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება - ჩვენი მიზანია, წლის ბოლოს მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მიზანია, რომ წლის ბოლომდე, მოსახლეობის 60% იყოს აცრილი.

„საქართველოში იქნება ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინა, მათი მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირეებში და აცრაც დაიწყება იმ ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში, ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს, ჯანმრთელობასთან ერთად აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics