|
2021-02-12 13:56:40, 469 ნახვა
საზოგადოება
გთხოვთ, რუსეთში ექსტრადირებისგან დამიცავით - ალექსანდრ ბანდიუკოვი საზოგადოებას მიმართავს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოდან რუსეთში ადამიანების ექსტრადიციის მანკიერი და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის გამო. EMC მოვუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ექსტრადიციისა და ამდენად, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის კიდევ ერთი მოსალოდნელი მსხვერპლის, ალექსანდრ ბანდიუკოვის საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ. გარდა ამისა მიმართვა გაავცელა თავად ალექსანდრ ბანდიუკოვმა, სადაც საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. „უბრალო ხალხს, ქართველ საზოგადოებას, დამიცვან. მე ბევრი რამ მაქვს ქართველი საზოგადოებისათვის საჩვენებელი. თითქმის ორი წელი ვიბრძოდი რუსეთში, შემდეგ კი ამდენივე ხანს საქართველოში. როდესაც მივხვდი, რომ დიდი საფრთხე მემუქრება, საჩივარი შევიტანე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში (ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანალოგი) და ჩემი საჩივარი მიიღეს მხოლოდ 4 დღეში. მე არ მსურდა საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, ეს გარემოებებმა მაიძულა. მე მიყვარს საქართველო! მიყვარს ქართველი ხალხი! მე მინდა აქ ცხოვრება! სამართლიანობის, სიკეთისა და კანონის სახელით ვთხოვ სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ხალხს, დამიცავით“, - აცხადებს ალექსანდრ ბანდიუკოვი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)