|
2021-02-12 13:27:09, 682 ნახვა
მსოფლიო
„თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის“ - რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას არ გამორიცხავს
თუ ბრიუსელი რუსეთის ეკონომიკური სექტორისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს, არ გამოვრიცხავთ ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევაში, თუ კიდევ დავინახავთ, როგორც უკვე ერთხელ ვიგრძენით, რომ კონკრეტულ სფეროებში გვიწესებენ სანქციებს, რომლებიც ქმნიან რისკებს ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში/ კი, ჩვენ არ გვინდა, რომ მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, მსოფლიო ცხოვრებიდან იზოლირება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. თუ გინდა მშვიდობა - მოემზადე ომისთვის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ და აღნიშნა, რომ რუსეთი მომხდარის გამო შესაძლოა ახალი სანქციების წინაშე დადგეს.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)