|
2021-02-12 13:25:57, 486 ნახვა
საზოგადოება
DRI - საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს მოქალაქეთა გახშირებულ დაკავებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანაზე და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. DRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. დღეს, მათ ადგილზე დარჩენას, სახელმწიფოს შემდგომი უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ამ ნაბიჯებს, ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხობრივი გაუმჯობესება არ გამოუწვევია. სამწუხაროდ, ამ რაიონებიდან ძლიერია მიგრაციული პროცესები. ამიტომ, ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს, ერთად მართებთ ამ საკითხზე მსჯელობა, ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)