00:41 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 11:03:37, 446 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში,  11 320 კვ.მ ფართობზე ასფალტის  საფარი დაიგება.

ამ დროისთვის, გზის საფუძველის მომზადება მიმდინარეობს.

საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„სოფელ დიღომში ეს ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, რომელიც სოფელ დიღომს  აკავშირებს აღმაშენებლის ხეივანთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ქუჩაზე უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენ ფაუერმა“ წყლის სისტემა მოაწყო, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი - წყალარინების ახალი  ქსელი.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 014 703 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics