03:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 16:02:51, 650 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზა თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებული პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა ვაქცინის პირველი მოცულობა.

მანვე დასძინა, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა.

„ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები, როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ მიმართულებით. როგორც გვაქვს დაანონსებული, თებერვლის მეორე ნახევარე გვექნება საქართველოში ის პირველი ვაქცინის მოცულობა, რომელზეც უკვე ხელშეკრულებაა გაფორმებული და ეტაპობრივად დაემატება ვაქცინები რაოდენობრივად. ასევე ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა და გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად დეფიციტურია ვაქცინა მსოფლიოს ბაზარზე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics