|
2021-02-10 16:22:47, 549 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია
საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველომ აქტიურად იმუშავა ჯანმო-ს მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან. „საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო. ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან - Hindustan Syringes & Medical Devices Ltd . მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია როგორც ინდოეთის, ასევე რეგიონალურ და გლობალურ ბაზარზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)