|
2021-02-08 11:51:21, 585 ნახვა
სამართალი
პროკურორის განცხადებით, თუ შაქარაშვილის საქმეზე მორაგბე ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის, ეს ყველა ბრალდებულს ამხელს
ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მორაგბე ვასილ მახარაძე დაიკითხება. პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ ვასილ მახარაძე სიმართლეს იტყვის ეს ყველა ბრალდებულს ამხელს. „ვასილ მახარაძე არის ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ იტყვის სიმართლეს, ეს სიმართლე იქნება მისი საწინააღმდეგო და მამხილებელი ინფორმაცია, როგორც დანარჩენი ბრალდებულების. აქედან გამომდინარე ვასილ მახარაძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე გვაქვს მოლოდნი, რომ ყველანაირად შეეცდება დაიცვას დანარჩენი ბრალდებულები და მათი ერთიანი პოზიცია. იქამდე სანამ ჩვენებას მისცემდნენ ისინი შეთანხმდნენ თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ გამოძიებისთვის, ამ ეტაპზეც ისინი შეთანხმებულები არიან და ერთმანეთთან შეთანხმებული აქვთ რა ჩვენება უნდა მისცენ“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)