|
2021-02-07 14:48:10, 561 ნახვა
საზოგადოება
პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბინკები“ ამოიღო
პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბინკები“ ამოიღო, - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. "წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს", - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)