|
2021-02-06 12:49:02, 952 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ უკანონო განაჩენს მკაცრად გმობს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ უკანონო განაჩენს „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12,6 წლით გაგრძელების შესახებ. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)