03:07 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 15:45:24, 606 ნახვა

საზოგადოება
ზაზა გახელაძის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს

ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ე.წ. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტებთან გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა, ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონო პატიმრისთვის მრავალწლიანი განაჩენის გამოტანას არ ელოდა.

„არ ველოდი მაინც ამდენს, მოულოდნელი იყო. გასაჩივრებას ექვემდებარება და ალბათ ჩვენი და ზაზას თანხმობით ადვოკატი ამ განაჩენს გაასაჩივრებს. წინა პროცესში იყო ბევრი გარემოება, რომელიც ორივე მხარის განცხადებით, ერთმანეთს ემთხვეოდა. რუსებმა თქვეს, რომ ზაზას მიერ გასროლა განზრახ არ ყოფილა და ამის იმედი გვქონდა, თუმცა, რა მოხდა დღეს და რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ირმა ბუთხუზმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics