|
2021-02-05 12:10:41, 697 ნახვა
საზოგადოება
რესტორნებმა 6 თებერვალს დაგეგმილი დაუმორჩილებლობის აქცია გააუქმეს
რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად აღარ გაიხსნებიან, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რესტორნები 15 თებერვლამდე კვლავ მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას. „გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული, ეს არის ყინულის გალღობა და წინ გადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა „ლოქდაუნებიდან“ გამომდინარე. შაბათს რესტორნებს დაანონსებული გვქონდა დაუმორჩილებლობის აქტი. სურვილი გვქონდა მიგვეღო სტუმრები რეგულაციების ფარგლებში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ შაბათს დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება და რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)