|
2021-02-02 17:21:55, 678 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დავით დარჩიაშვილს გამოკითხავენ
გენერალურ პროკურატურაში საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, დარჩიაშვილი პროკურატურის კითხვებს დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უპასუხებს. ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 12:00 საათზე გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. ისინი სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)