07:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 21:40:29, 684 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს მანდატების შეწყვწეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება

„მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს მანდატების შეწყვწეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ჩვენგან ყველა ელოდება მეტ სტაბილურობას, მეტ თანამიმდევრულობას და ერთსულოვნებას მთავარი მიზნების მისაღწევად, ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, სწორედ ისეთი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია.

ამიტომ მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი.

ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს, უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი“, -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics