04:56 - 02 Aug, 2026
|
2021-01-30 18:28:42, 615 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში ორსართულიანი შენობის ჩამონგრევისას დაშავებული არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში ორსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, მზია გერგედავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის მოზარდს კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება. „კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილი არის მოზარდი, მდედრობითი სქესის და მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმისაა. უტარდება შესაბამისი კვლევები, მონიტორინგი და დინამიკაში დაკვირვება“, - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობა დღეს ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის გოგონა გამოიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)