|
2021-01-29 14:11:17, 591 ნახვა
საზოგადოება
ატომური პროექტის მონაწილეთა შთამომავლები ლავრენტი ბერიას ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებიან
ატომური პროექტის მონაწილეთა შთამომავლები ლავრენტი ბერიას ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებიან. როგორც რუსული მედია იუწყება, ისინი აღნიშნულს აფასებენ, როგორც პიროვნების რეაბილიტაციის პოლიტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო სტალინის რეპრესიებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ატომური პროექტის მონაწილეთა შთამომავლებმა დაწერეს წერილი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნეს. "ნოვაია გაზეტა" ავრცელებს წერილის შინაარსს, სადაც აღნიშნულია, რომ ლავრენტი ბერია თამშობთა მთავარ როლს და ხელმძღვანელობდა მასობრივ რეპრესიებს, მილიონობით ადამიანს სასამართლოს გარეშე კლავდა. ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ატომური პროექტის მონაწილეთა პროექტის გამოყენება იმისთვის, რომ "ბერია იყოს წარმოდგენილი იმავე დონეზე, რა დონეზეც პროექტის მონაწილეები, მეცნიერები და ღირსეული ადამიანები". აღნიშნულ წერილს ჯერ არ უპასუხეს, თუმცა მანამდე მათ აღნიშნეს, რომ ბერიას ფიგურა იდგმევა იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა და კურირებდა ატომურ პროექტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)