|
2021-01-26 13:54:19, 664 ნახვა
საზოგადოება
„სოცაფეთქება“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან 15:00 საათზე საპროტესტო აქცია დაიწყება
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით „სოცაფეთქება“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. კერძოდ, ისინი ითხოვენ ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, სკოლებსა და საბავშვო ბაღემში რეგულაციების დაცვით სასწავლო პროცესის კონტაქტურად გაგრძელებას, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, სახელოვნებო სივრცეების გახსნასა და ე.წ კომენდატის საათის გაუქმებას. ამასთანავე, დღევანდელ აქციაზე ორგანიზატორები აპირებენ გააჟღერონ მოთოხოვნა მთავრობისადმი, რომ მიეცეთ მათ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის და გასაუბრების საშუალება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)