|
2021-01-26 13:18:08, 572 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის უნდობლობა ვაქცინისადმი სწორი ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის უნდობლობა ვაქცინისადმი სწორი ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
"მე ვერ გეტყვით, რომ ეს შემცირება სტატისტიკურად ძალიან სარწმუნოა, ეს მარტო კოვიდვაქცინაზე არ არის, ანტივაქსერული მოძრაობა არის ძალიან ძლიერი მოძრაობა მსოფლიოში და ჩემი აზრით, ერთ-ერთი ამის მთავარი მიზეზია სწორი ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში. ამ პანდემიის დამარცხების გზა 3-4 მიმართულებაზე გადის, ერთი არის სწორი და გონივრული, დროულად დაწესებული შეზღუდვები, მეორეა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, მესამე გახლავთ ის, როდესაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წლის შუა რიცხვებში იქნება ე.წ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები და მათი გამოყენება და ერთი, რომელიც განსახილველია, ვირუსი დაამთავრებს თავის ე.წ ბიოლოგიურ ციკლს და შესუსტდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)