|
2021-01-26 12:52:49, 580 ნახვა
საზოგადოება
მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შემთხვევაში, მათი აღდგენა გახდება საჭირო
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შემთხვევაში, საჭირო გახდება მათი აღდგენა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მანვე დასძინა, რომ თბილისში, ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება. „როგორც კი ბოლო 7 დღე იქნება ისეთი, რომ დადებითობის მაჩვენეელი იქნება 4%-ზე ნაკლები ჩვენ უკვე დავიწყებთ ფიქრს, რომ მაგალითად ტრანპოსრტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ, ეს არ არის დამოკიდებული ვინმე კონკრეტულის პრეტენზიაზე, ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ მეცნიერულ დათვლებზე, რომელთა მიხედვითაც ეპიდსიტუაციის გაუარესება, ჩვენ თუ არ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ ნაადრევად, შეზღუდვების კვლავ აღდგენა დაგვჭირდება, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას და არა მხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)