|
2021-01-24 20:20:30, 610 ნახვა
საზოგადოება
„ენმ-ს“, „ლელო-ს“ და „ალტერნატივას“ აქტივისტები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ
„ენმ-ს“, „ლელო-ს“ და „ალტერნატივას“ აქტივისტები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ. როგორც ირკვევა, ბათუმში აქციის მონაწილეებმა წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, სადაც ნაგვის დაყრის საქმეზე დაკავებული პირი იმყოფება. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ირაკლი ფანგანი უკანონოდ არის დაკავებული და მის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ცნობისთვის, შსს-მ ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე ერთი პირი, ირაკლი ფანგანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)