07:51 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 16:29:20, 720 ნახვა

საზოგადოება
მერია - მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ფარგლებში, 31 მარტის ჩათვლით, მაჭავარიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ

"სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ ცალმხრივად, ნუცუბიძის ფერდობიდან (ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან) ვაშლიჯვრის მიმართულებით. ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის მიმართულებით კი მოძრაობა დაშვებულია „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება დაშვებულია გოძიაშვილის ქუჩიდან მარშალ გელოვანის გამზირის, ი. გაგარინისა და ი. ბერიტაშვილის ქუჩების გავლით.  

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

სამუშაოების ფარგლებში, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს, ფეხით მოსიარულეებისა და ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics