|
2021-01-24 14:52:25, 657 ნახვა
საზოგადოება
ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი - მთავრობა საკუთარ ხალხთან ურთიერთობას გაურბის
ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ალექსანდრე პაიკაძე აცხადებს, რომ მთავრობა თავის ხალხთან ურთიერთობას გაურბის. მისივე განცხადებით, თუ მთავრობა 48 საათში მოთხოვნებს არ შეასრულებს მაშინ აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. „მოვედით დაწესებული რეგულაციების გასაპროტესტებლად. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, სადაც მკაფიოდ კონკრეტული მოთხოვნები იქნება წარდგენილი ხელისფლებისადმი. ამ მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში 48 საათში ეს აღარ იქნება გამაფრთხილებელი და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ეს არ არის ვიღაც ერთი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქცია, ეს არის სახალხო პროტესტის თემატიკით განპირობებული ღონისძიება. აქ შეკრებილია მცირე და საშუალო ბიზნესი მთლიანად. აქ არ არის მხოლოდ ერთი სეგმენტის დავუშვათ ტურიზმის გაჩერებაზე საუბარი. ამ განუკითხაობასა და შანტაჟში ყველა არის ჩათრეული, რომელსაც მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მისამართით ახორციელებს. ცხადია ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. ამ ხალხს რა უნდა უთხრას? მთავრობა თავის ხალხთან ურთიერთობას გაურბის“, - აცხადებს ალექსანდრე პაიკაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)