07:51 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-23 14:38:13, 614 ნახვა

საზოგადოება
„არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს“ - არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი გახარიას პეტიციით მიმართავენ

„არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს“, - აღნიშნული სახელწოდების პეტიციით არასამთავრობო ორგანიზაციები საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი გახარიას მიმართავენ.

მათი განცხადებით, 22 იანვრის გადაწყვეტილება ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შინაარსისაა.

„არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს! - კვირას, 24 იანვარს 11 საათზე - სახელმწიფო კანცელარიასთან. საკოორდინაციო საბჭოს 22 იანვრის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შინაარსის. 5 არასამთავრობო ორგანიზაცია - ახალგაზრდა თაობა, მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება, ახალი ძალა საქართველოსთვის, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა, ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის მივმართავთ პეტიციით საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი გახარიას - „არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს", რომელსაც ხელს აწერენ მოქალაქეებიც. პეტიცია ასაბუთებს LOCKDOWN-ის პოლიტიკურ ნაწილს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეასრულოს #699 დადგენილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაანონსებთ საპროტესტო აქციებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics