07:51 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 17:01:07, 551 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. 

აქცია ორშაბათს, 25 იანვარს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ორგანიზაცია "მწვანეების" ორგანიზებით გაიმართება.

"უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს.

საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს ეს კერძო ავტომობილი, რაც ეს ზრდის ქალაქში ავომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა. ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00 ზე გამოკეტილი ადამიანები, რომელბიც ეკონომიკურადაც უფრო ღარიბდებიან ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!

მთავრობა ყურადღებას არ აქცევს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს და შეზღუდვებს მხოლოდ პრივილეგირებული ნაწილისთვის ხსნის!" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics