10:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 18:32:53, 829 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი - სტრასბურგის გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული თანამოქალაქეების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ეხმაურება.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იქნება.

„ვულოცავ ჩვენ ქვეყანას  ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება  კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!

დეტალურ ინფორმაციას სახალხო დამცველი გადაწყვეტილების სათანადოდ გაცნობის შემდგომ შემოგთავაზებთ“, - წერს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ რუსეთთან დავა მოიგო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics