08:47 - 02 Aug, 2026
|
2021-01-20 16:36:11, 659 ნახვა
საზოგადოება
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. გიორგი ოთხმეზური 1954 წლის 14 აგვისტოს დაიბადა. მან 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)