|
2021-01-20 12:21:03, 617 ნახვა
სამართალი
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - დაკავებულების მიმართ ბრალი სრულიად მოუმზადებლად იყო წარდგენილი
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ დაკავებულების მიმართ ბრალი სრულიად მოუმზადებლად იყო წარდგენილი. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე ბრალის შინაარსობრივი ფორმულირებაც კი არ მომხდარა. „იმ ფაქტს, რომ 4 თვის შემდეგ მოხდა ბრალის დაზუსტება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სრულიად მოუმზადებლად იყო ბრალი წარდგენილი. თავიდან, როდესაც დაკავება განხორციელდა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის, ნამდვილად არ იყო გაკეთებული ბრალის შინაარსობრივი ჩამოყალიბება. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს მათივე ინფორმაციით წლების განმავლობაში, 2015 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში ბრალის ჩამოყალიბებაც არ იყო ზუსტად ფორმულირებული. მას შემდეგ, რაც ამ ორი ადამიანის სრულიად უდანაშაულოდ დაკავება განხორციელდა, ჩვენ ველოდებით ყველაფერს“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. ცნობისთვის, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა დღეს ბრალს დაუზუსტებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)