18:07 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 17:03:30, 579 ნახვა

სამართალი
ივერი მელაშვილს ხვალ ბრალდებას დაუზუსტებენ

ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს ხვალ პროკურატურა ბრალდებას დაუზუსტებს.

აღნიშნულის შესახებ მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ.

რაც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, მუხლს არ ცვლიან. აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. დეტალებს ხვალ 12:00 სთ-ზე გლდანის N8 დაწესებულებაში გავიგებთ.

დეტალებს ხვალ შევაფასებთ. თუმცა მანამდე რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ“, - წერს მარიკაშვილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics