|
2021-01-11 19:03:42, 953 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება
„შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი რეგიონში სადემარკაციო ხაზების გარკვევას, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას ემსახურება. „რუსეთი აფასებს პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს. ამიტომ, ჩვენ ხალხის ბედზე შეშფოთებით და გულწრფელი წუხილით ვადევნებდით თვალს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას. დღეს ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება. ვფიქრობ, რომ დღეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, შემდეგი ნაბიჯების დასახვა. ვგულისხმობ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადემარკაციო ხაზების გარკვევას, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)