|
2021-01-10 16:11:43, 991 ნახვა
მსოფლიო
მყვინთავებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთი აღმოაჩინეს
ინდონეზიის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა სორჟანტო ტახჰიონომ განაცხადა, რომ თითქმის ერთდღიანი ძიების შემდეგ კვირას ჩამოვარდნილი Sriwijaya Air- ის ორი შავი ყუთის ადგილმდებარეობა დაადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ამ დროისთვის, მყვინთავები ყუთების წყლიდან ამოღებას ცდილობენ. სწორედ მათი მეშვეობით გახდება ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენა შესაძლებელი. საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის დედაქალაქის, ჯაკარტის ჩრდილოეთით, იავას ზღვაში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი წვიმის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა. ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო. ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)