|
2021-01-08 10:24:35, 828 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო, განათლების მდივანმა თანამდებობა დატოვა
6 იანვარს, ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების გამო, განათლების მდივანი ბეტსი დევოსი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დევოსმა გადადგომის შესახებ განცხადებაში ტრამპი დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა. „თქვენი რიტორიკა არასწორია, რამაც არსებულ სიტუაციაზეა უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტია“, - ნათქვამია ბეტსი დევოსის განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე თანამდებობა ტრანსპორტის მინისტრმა, ელაინ ჩაომ დატოვა. ასევე პოსტებიდან გადადგნენ დონალდ ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში რაიან ტული, პირველი ლედის აპარატის უფროსი სტეფანი გრიშემი, პრესმდივნის მოადგილე სარა მეთიუსი და პროტოკოლის აპარატის მდივანი რიკი ნიჩეტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)