|
2021-01-07 02:48:52, 596 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯიის შტატი ორივე დემოკრატმა მოიგო - რესპუბლიკელებმა კონგრესში უმრავლესობა დაკარგეს
ჯორჯიის შტატში, აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა. - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. Associated Press-ის ინფორმაციით ჯორჯიაში სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა ჯონ ოსოფმა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი დევიდ პერდუ დაამარცხა. დათვლილია ხმების 98%. ოსოფს ხმების 50,3% აქვს მიღებული, პერდუს 49,7%. გარდა ამისა, დემოკრატები გააკონტროლებენ სენატის დღის წესრიგს და უმრავლესობის ლიდერი, ნიუ-იორკის „დემოკრატი“ სენატორი ჩაკ შუმერი გახდება. ასევე, „დემოკრატებს“ შესაძლებლობა მიეცემათ, დაამტკიცონ ყველა დონის ფედერალური მოსამართლე, მათ შორის უმაღლეს სასამართლოში. სენატზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, „დემოკრატები“ 11 წლის შემდეგ შეძლებენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის გაკონტროლებას. 3 ნოემბერს გამართულ არჩევნებში, სენატში ჯორჯიის წარმომადგენელების ვინაობა ვერ გამოვლინდა, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა, ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო. ამიტომ, ჯორჯიაში მეორე ტური დღეს მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)